მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა შენარჩუნდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა - IMF- ის მისიის წევრების რჩევა საქართველოს

64bad6a18d0a8
BM.GE
21.07.23 23:00
538
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ინფორმაცია გაავრცელა, სადაც საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაზეა საუბარი.

მათი რჩევაა, რომ საქართველოში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდეს.

"უნდა შენარჩუნდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი და ფრთხილი კორექტირებით, სანამ საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება. გაცვლითი კურსის მოქნილობა და რეზერვების დაგროვება მთავარი დაცვაა საგარეო შოკების მიმართ. ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართ პროაქტიული მიდგომის გაგრძელება კიდევ უფრო გააძლიერებს მდგრადობას და დაგვიცავს რისკებისგან, მათ შორის ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკებისგან და უკრაინაში ომის გავლენით ვალუტის შემოდინებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებული რისკებისგან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, 13-21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ბატონი ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით. 

IMF- მა მისიის დასასრულს პრესრელიზი გამოქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ეს წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის მსვლელობისას მათი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად არ წარედგინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები