ICR Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძის შეფასებით, რიტეილსექტორი პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლებს ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა. “2021-მა წელმა ჩვენი კომპანიისთვის, ფაქტობრივად, 2018 წელი გაიმეორა, რაც 2019-თან შედარებით 20%-ით ნაკლებია, თუმცა 2021 წელს 2020 წელთან შედარებით გაყიდვების მატება იყო“, - ამბობს კახა ხაზარაძე bm.ge-სთან.
ICR Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რიტეილსექტორის გამოწვევებზე საუბრისას პანდემიის პერიოდში ლოგისტიკის მნიშვნელოვან გაძვირებას და ლარის კურსის რყევებს გამოყოფს.
„პანდემიური სიტუაციიდან ბიზნესი ჯერ მაინც ვერ გამოვიდა. ჩვენს მთავარ გამოწვევებად გაძვირებული ლოგისტიკა და ტრანსპორტირება რჩება; აზიის მხრიდან ტვირთების სატრანსპორტო ღირებულება თითქმის გახუთმაგებულია, რაც ჩვენი სექტორისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. გაზრდილ ხარჯებს კი პროდუქციის საბოლოო ფასით ვერ ვაკომპენსირებთ, რადგან მოსახლეობის შემოსავლები ძირითადად ლარშია, ამიტომ ჯერჯერობით, გვიწევს ხარჯების საკუთარი ფასწარმოქმნის და მოგების მარჟების ხარჯზე კონპენსირება“, - ამბობს კახა ხაზარაძე.
ცნობისთვის, საახალწლო გაყიდვების მაჩვენებლები სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციებს ამ ეტაპზე არ აქვთ. “სითი მოლსა” და “თბილისი მოლში” აცხადებენ, რომ მომხმარებლის რაოდენობა წინასაახალწლო პერიოდში შესამჩნევად გაზრდილი იყო, თუმცა მოიჯარეებისგან ზუსტი მონაცემები 15 იანვრისთვის ექნებათ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება