მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს COVID-ის მართვა 1,930,000,000 ლარი დაჯდა - ფინანსთა მინისტრი

61dbe401489b5
შოთა ტყეშელაშვილი
10.01.22 11:43
667
2021 წელს სახელმწიფოს COVID-19-ის მართვა 1,930,000,000 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ თანხიდან უშუალოდ ჯანდაცვაზე 1,188,000,000 ლარი მიიმართა; დანარჩენი თანხები კი მოქალაქეთა მიზნობრივ დახმარებებსა და ბიზნესისთვის შეღავათებზე დაიხარჯა.

“კოვიდზე მიიმართა 1,930,000,000 ლარი; აქედან ჯანდაცვის ხარჯები იყო 1,188,000,000 ლარი; 410 მილიონი ლარი იყო კოვიდთან დაკავშირებული სოციალური დახმარებების პაკეტი, ბიზნესის მხარდაჭერის მოცულობამ 335 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საგადასახადო შეღავათები 250 მლნ ლარი იყო,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

2021 წლის განმავლობაში საქართველოში COVID-19-მა 11,295 ადამიანი იმსხვერპლა.