მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს საქართველოში 793 ათასი ასაკით პენსიონერი იყო - საქსტატი

62060df440746
ინგა მურუსიძე
11.02.22 11:17
1046
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 971 648 პირი შეადგინა. აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 793 751 პირი, რომელთაგან 71.5% ქალია, ხოლო 28.5% - კაცი.

რეგიონების მიხედვით პენსიის მიმღებთა 29.4% თბილისშია, 16.3% - იმერეთში, 10.8% სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 % -
ქვემო ქართლში, 8.9% - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.8% ფიქსირდება.

ამასთან, სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 177 897 შეადგინა, საიდანაც 34.7% ქალები შეადგენენ, ხოლო 65.3 % -ს - კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.9%-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.4%-ს მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 9.9%-ს - ომის მონაწილეები, 5.5%-ს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3%ს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 26.7% - თბილისშია, 16.9 % - იმერეთში, 11.4%- აჭარის არ-ში, 9.7% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 35.3% ფიქსირდება.

2021 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 350 959 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 174 379.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 67.0 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 38.0 ათასით განისაზღვრა.