მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემიგრაცია კიდევ უფრო მეტად გაიზრდება - აკაკი ცომაია

ემიგრანტები

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, სამომავლოდ საქართველოდან ემიგრაცია კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორც ეკონომისტმა BMG-ის 2023 წელს რეკორდული ემიგრაციის მიზეზებთან დაკავშირებით განუცხადა, ხელისუფლების ვექტორის რუსეთისკენ გადახრის პარალელურად, საზოგადოებას უიმედობის და უპერსპექტივობის განცდა აქვს, რაც ემიგრაციაში წასვლის ერთ-ერთი მოტივაცია ხდება.

„სავსებით ცხადია, თუ რა ფაქტორები განაპირობებს მაღალ ემიგრაციას. პირველ რიგში ის, რომ არ ჩანს მომავალი პერსპექტივა ქვეყნის, რომელსაც ექნება რაღაც გრძელვადიანი პროგრესი. იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი სრულიად იცვლება რუსეთის მიმართულებით. შესაბამისად, ეს ზრდის ნიჰილიზმს და ადამიანების მოტივაციას, რომ სხვა ქვეყანაში სცადონ ბედი. მეორეა ის ფაქტორი, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ცხოვრების დონე არის დაბალი, ეკონომიკა არ იზრდება საკმარისი სიდიდით, რაც ტოვებს ნაკლებ იმედს, რომ შესაძლებელია გრძელვადიანი პერიოდით დარჩენა“,- აღნიშნავს აკაკი ცომაია.

2023 წელს ემიგრაციაში საქართველო 163 480 მოქალაქე წავიდა, რაც საქსტატის მონაცემებით, 2022 წელთან შედარებით 62 678-ით მეტია და რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები