მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული TOP-10 სახელმწიფო ქონება

61ead3bf8942e
თელარა გელანტია
22.01.22 00:10
1620
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2021 წელს სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ბიუჯეტში 213 მილიონი ლარი შევიდა, რაც წლიური გეგმის ანუ 350 მილიონი ლარის 61%-მდეა.

აღსანიშნია, რომ 213 მილიონი ლარიდან, ნახევარი იმ 10 ქონებაზე მოდის, რომელიც ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონებზე გაიყიდა.

გასულ წელს ყველაზე ძვირად პრივატიზებული TOP-10 ქონების რეიტინგის სათავეშია ბათუმში 7 000 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც 30 მილიონ ლარად გაიყიდა.

TOP-10 სახელმწიფო ქონება, რომლებიც 2021 წელს ყველაზე ძვირად გაიყიდა:

1. ქალაქ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N12ა-ში არსებული 7023 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - საპრივატიზებო თანხა - 30,063,000 ლარი;

2. ქალაქ ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩის ბოლოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიმდებარედ არსებული 2298.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - საპრივატიზებო თანხა - 19,155,000 ლარი;

3. მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში არსებული 223936.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე 771702 კვ.მ. და 634954 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები - საპრივატიზებო თანხა - 22,160,000 ლარი;

4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში, ნინოწმინდაში და უდაბნოში მდებარე 35 ერთეული მიწის ნაკვეთი - საპრივატიზებო თანხა - 11,088,000 ლარი;

5. თბილისში, დავით აღმაშენებელის გამზირზე, N 89/24-ში ლიტ. "ა"-ს შენობაში არსებული სარდაფი 155.35 კვ.მ., 1 სართულზე არსებული 123.32 კვ.მ.; 2 სართულზე არსებული 820.27 კვ.მ. მე-4 სართულზე არსებული 889.05 კვ.მ., მე-5 სართულზე არსებული 917.07 კვ.მ., მე-6 სართულზე არსებული 898.86 კვ.მ., მანსარდი 92.03 კვ.მ., შენობა N2 განაშენიანების ფართით 102.17 კვ.მ ფართებისა და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ასევე ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებელის გამზირი N 89-99-ის მიმდებარედ, (ნაკვეთი 06/051); ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებელის გამზირი N 89-99 მიმდებარედ არსებული 228.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (ღია ტერასა) - საპრივატიზებო თანხა - 8,810,000 ლარი;

6. მცხეთაში, მუხათწყაროს მიმდებარედ არსებული 63316.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (დანგრეული) შენობა-ნაგებობა - საპრივატიზებო თანხა - 5,251,000 ლარი;

7. თბილისში, ვანის ქუჩა N1-სმიმდებარედ 11 286 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - საპრივატიზებო თანხა - 3,905,000 ლარი;

8. თბილისში, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ ტერიტორიაზე არსებული 6585კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - საპრივატიზებო თანხა - 3,385,000 ლარი;

9. ქალაქ რუსთავში, XXI მიკრო/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 56098.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - საპრივატიზებო თანხა - 3,369,000 ლარი;

10. ქალაქ თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ არსებული არსებული 4404 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N5 შენობა-ნაგებობები - საპრივატიზებო თანხა - 3,235,000 ლარი.