მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022-ში განათლების მინისტრის ოჯახის შემოსავალი 900,000 ლარს აღემატებოდა

64184a2d96de1
შოთა ტყეშელაშვილი
20.03.23 16:02
1687
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უწყებაში მიხეილ ჩხენკელის ადგილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი დაიკავებს.

გიორგი ამილახვარი ამ დრომდე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ის ერთ-ერთი იყო იმ 76 დეპუტატს შორის, რომელმაც ხმა უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტს მისცა.

2021 წლამდე გიორგი ამილახვარის მამის, ზაურ ამილახვარის საკუთრებაში უმაღლესი სასწავლებელი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი შედიოდა, რომელიც საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა. გიორგი ამილახვარი კი 2020 წლამდე ამ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის პოსტზე მუშაობდა.

გიორგი ამილახვარის უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის 27 თებერვლით თარიღდება და ის 2022 წლის შემოსავლებსა და ხარჯებს ასახავს.

14-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, ამილახვარის და მისი მეუღლის ნინო წერეთლის ჯამური შემოსავალი 900,000 ლარს აღემატებოდა, ხოლო უშუალოდ დეპუტატის ხელფასი, რაც 53,501 ლარს შეადგენდა, მისი შემოსავლის მხოლოდ 6% იყო.

გიორგი ამილახვარის და მისი მეუღლის, ნინო წერეთლის შემოსავლები:

● ნინო წერეთელი - შპს თოუ დეველოპმენტი, მეწილე შემოსავალი - 423,686 ლარი;
● ნინო წერეთელი - შპს თოუ დეველოპმენტი, დირექტორი შემოსავალი - 120,000 ლარი;
● ნინო წერეთელი - შპს ნიმი, დირექტორი შემოსავალი - 96,000 ლარი;
● ნინო წერეთელი - შპს ნიმი 1, დირექტორი შემოსავალი - 34,800 ლარი;
● ნინო წერეთელი - შპს ნიმი 2, დირექტორი შემოსავალი - 48,000 ლარი;
● გიორგი ამილახვარი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ხელფასი 53,501 ლარი;
● გიორგი ამილახვარი - არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობა, შემოსავალი 12,388 ლარი;
● ნინო წერეთელი - მანქანის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, 44,000 USD.

უძრავი ქონება:

● 2006 წელს გიორგი ამილახვარს აჩუქეს 145,73 კვ.მ მანსარდა, 132,79 კვ.მ ბინა თბილისში, ყაზბეგზე და 31,9 კვ,მ სარდაფი.
● 2011 წელს, ერთ დღეში, ამილახვარის ცოლმა, ნინო წერეთელმა თბილისში ნასყიდობით შეიძინა ბინა, მეორე სართულისა და ტერასის ჩათვლით, ჯამში 390,34კვ.მ, რომელშიც 500 000 ლარი გადაიხადა. ასევე, 25,94 კვ.მ ფარეხი — 15 000 ლარად.
● გარდა ამისა, მან 2011 წელს თბილისში 10,31 კვადრატული მეტრის დამხმარე ფართში 10 000 ლარი გადაიხადა და შეიძინა კიდევ ერთი ავტოფარეხი, თუმცა რა თანხად, მითითებული არაა.
● ხოლო ამილახვარმა 2018 წელს 76,92 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართში 3 000 დოლარი გადაიხადა, ასევე 50,51 კვ.მ ჰოლში — 5 000 ლარი, რომელიც სამ ადამიანთან თანამესაკუთრეობაში აქვს.
● ამილახვარმა 2021 წელს, სოფელ შინდისში, 2 314 კვ.მ მიწის ნაკვეთში 798 000 ლარი გადაიხადა.

ძვირად ღირებული საგნები და ავტომობილები:

● 2014 წელს მისმა მეუღლემ საათში 22 000 ლარი გადაიხადა.
● ამავე წელს ნინო წერეთელმა 3 ბეჭედში, საყურეებსა და ყელსაბამში — 47 000 ლარი გადაიხადა.
● 2015 წელს ამილახვარმა 25 000 ლარის საათი შეიძინა.
● 2017 წელი: ორი ფერწერული ტილო — 28 000 ლარი.
● 2019 წელს ამილახვარმა Mercedes GLE 450-ის მსუბუქ ავტომანქანაში 76 000 ევრო გადაიხადა.
● 2022 წელს ამილახვარმა და მისმა ცოლმა ერთ დღეში ორი საათი და ერთი ბეჭედი იყიდეს: საათი — 9 700 ევრო, მეორე საათი — 4900 ევრო, ოქროს ბეჭედი — 3 200 ევრო.
● დეკლარაციაში იპოვით ანტიკვარულ ავეჯი-საათს და როიალს, რომელიც ნაჩუქარია, შესაბამისად, ფასი არ არის მითითებული.