მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან ბევრი პრობლემა ძალიან სწრაფად გადაწყვიტა“ - კახა შენგელია განათლების მინისტრზე

64c281cb05dd0
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.23 00:30
737
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიას შეფასებით, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელიც ამ პოსტზე პრემიერმა მიმდინარე წლის მარტში წარადგინა, დარგის წარმომადგენლებთან კარგად მუშაობს.

უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი აქტიური ჩართულობით რამდენიმე პრობლემა მოგვარდა და მინისტრი გარკვეული საკითხების მიმართ ინიციატივებითაც გამოირჩევა. ამის შესახებ კახა შენგელიამ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

„განათლების სამინისტრო და განათლების ახალი მინისტრი ძალიან კარგად გვემუშავება. მან ძალიან ბევრი პრობლემა ძალიან სწრაფად გადაწყვიტა, რასაც არ ველოდით. ეს არის უცხოელებზე ვიზების გაცემის საკითხი, უცხოელი სტუდენტების გამარტივებული შემოსვლის საკითხი, მისი ინიციატივით ორმაგ პროგრამებზე ძალიან დიდი დახმარება და დაფინანსება წამოვიდა. რაც შეიძლება მეტი ორმაგი პროგრამა უნდა დაფინანსდეს, რომელიც ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთობლივად განხორციელდება. ეს ყველაფერი ჯამში ის სახელია, რასაც ქვეყანა იმსახურებს. ჩვენ შეგვიძლია ცოდნა გავყიდოთ და ამით ქვეყანამ შემოსავალი მიიღოს“, - ამბობს კახა შენგელია.

მისივე ინფორმაციით, ახალი აკადემიური წლისთვის უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 15%-ით 35 000-მდე გაიზრდება, რაც სამინისტროს დამსახურებაცაა.

„მიმდინარე წელს სტუდენტების რაოდენობის ზრდა მათ შორის ამ ნაბიჯების შედეგია, რადგან ეს უცხოელი სტუდენტები შეიძლება სხვაგან წასულიყვნენ.

საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია ასეთია - საქართველო, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი ბაზრიდან გამოვარდა, რადგან იქ სტუდენტები სასწავლებლად უბრალოდ არ მიდიან, ჩვენი მეზობლები - სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებსაც ბევრი ქვეყანა ჯერ არ აღიარებს... ჩვენ რეალურად ევროპელების და აზერების შორის ვრჩებით.

დღეს მაგალითისთვის ინდოეთისთვის (საიდანაც სტუდენტების დიდი ნაკადი მოდის) საქართველო ამერიკის, ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის შემდეგ მეხუთე თუ მეექვსე ქვეყანაა, სადაც სტუდენტებს ჩამოსვლა და სწავლა უნდათ. უზარმაზარი ნაკადი წამოვიდა და ამას სჭირდება ხელშეწყობა კარგი სტუდენტი, რომელიც კარგი გადამხდელია, ჩამოვიდეს საქართველოში და ისწავლოს“, - ამბობს კახა შენგელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები