მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასიის უნივერსიტეტი" UAE-სა და უზბეკეთში კამპუსების გახსნას გეგმავს

6412db30a8dcf
თელარა გელანტია
16.03.23 16:40
1453
კავკასიის უნივერსიტეტი ფილიალების გახსნას არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და უზბეკეთში გეგმავს. ამის შესახებ უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა კახა შენგელიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

- ძალიან მალე გვექნება კამპუსი არაბთა გაერთიანებული საამიროებში, კერძოდ, დუბაიში და შემდეგი გაჩერება ალბათ უზბეკეთი იქნება.

- რატომ მაინცდამაინც საამიროები და უზბეკეთი?

- უზბეკეთი ძალიან სწრაფად ვითარდება და ქართულ ბიზნესებს ჩვენც მივყვებით. დუბაი ჰაბია და ქართული უნივერსიტეტის იქ წარმოდგენა საამაყო იქნება ყველასთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის.

- რა ეტაპზეა CU-ს ფილიალების საზღვარგარეთ გახსნა?

- დუბაის მიმართულებით პროცესი სწრაფად მიდის. საბუთები შეტანილი გვაქვს და უკვე ველოდებით პირველი ნაბიჯების გადადგმას მთავრობის მხრიდან - იქ ძალიან ნელა მუშაობენ. უზბეკეთში კი, სამუშაო პროცესს ახლა ვიწყებთ.

ცნობისთვის: საფრანგეთში, ქალაქ რენში, რენის ბიზნესის სკოლის ბაზაზე, კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი 2019 წელს გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები