მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა შენგელიას აზრით, ე.წ. „უფასო ფაკულტეტების“ მოდელმა არ გაამართლა

641496a42322d
თელარა გელანტია
18.03.23 10:10
2368
კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებლის და პრეზიდენტის კახა შენგელიას აზრით, ე.წ. „უფასო ფაკულტეტების“ მოდელმა არ გაამართლა. 

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

საქმე ის არის, რომ 2013 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დაეფინანსებინა რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე პროგრამა, რადგან არსებობდა მოსაზრება, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტები არ ინტერესდებიან ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებით და ე.წ. „პრესტიჟულ“ სპეციალობებს ირჩევენ.

- „უფასო ფაკულტეტების“ შემოღებით, სახელმწიფო თითქოს შეეცადა, მოთხოვნა გაეჩინა იმ სპეციალობებზე, რომლებზეც ბაზარზე მოთხოვნაა, მაგრამ აბიტურიენტებში არ იყო პოპულარული. რატომ ვერ გაამართლა?

- კონკურენცია არ არის და იმიტომ ვერ გაამართლა; სადაც კონკურენცია არ არის, იქ ყველაფერი მკვდარია.

- შესაბამისად, ფუჭია სახელმწიფოს ხელოვნური მცდელობაც?

- რა თქმა უნდა.

- თუ ვერ გაამართლა, წერტილი ხომ უნდა დაესვას გადასახადების გადამხდელების ფულის არაეფექტიან ხარჯვას? ხომ უნდა გაკეთდეს რეფორმის ანალიზი?

- როგორც ვიცი, მთავრობა ამაზე მუშობს; განათლების სამინისტროს აქვს მოდელი, რომ გაუქმდეს ეს პროექტი და ფული სხვაგან წავიდეს. ალბათ მალე გამოიტანენ და მიიღებენ, რადგან ყველამ იცის, რომ არ იმუშავა <უფასო ფაკულტეტების მოდელმა>. თავადაც იციან, რომ არ გაამართლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები