მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ჯამური FMCG ბაზრის მოცულობა 37%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

6453b14f9d329
BM.GE
04.05.23 19:00
811
2022 წელს ჯამური FMCG ბაზრის მოცულობა მოსალოდნელზე მეტად, წლიური 37%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საუბარია თიბისი კაპიტალის კვლევაში.

მიმოხილვის მიხედვით, 2020 და 2021 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის ტემპების და შესაბამად მაღალი საბაზისო ეფექტის შემდეგ ზრდის დასტაბილურება იყო მოსალოდნელი, თუმცა 2022 წლის განმავლობაში გარკვეულმა გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა, როგორიც იყო მაღალი ინფლაცია, მოსახლეობის საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდა და მიგრანტების შემოდინება ხელი შეუწყო ბაზრის სწრაფ აქსელერაციას.

"2022 წელს ბაზრის ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია მოსახლეობის დანახარჯებს ჰქონდა, რომელიც წლიურად 31%-ით გაიზარდა.

მიუხედავად მთლიანი ბაზრის შემოსავლების დაბალი წილისა აღსანიშნავია, ტურისტებისა და სარესტორნო ბიზნესის დანახარჯების დინამიკა 2022 წელს. ტურიზმის აღდგენის პარალელურად, წლიურად 72%-ით გაიზარდა ტურისტული დანახარჯები FMCG სექტორში. ასევე, ტურისტული შემოდინებისა და მიგრაციული ნაკადების ფონზე სარესტორნო სექტორის დანახარჯები FMCG პროდუქციაზე წლიურად 37%-ით გაიზარდა.

მოკლევადიან პერსპექტივაში, მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით მოსალოდნელია ბაზრის ეტაპობრივი დასტაბილურება, რაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში საშუალოდ წლიური 12%-იან ზრდაში გადაითარგმნება", - აღნიშნულია კვლევაში.


გარდა ამისა, თიბისი კაპიტალის დაკვირვებით, 2022 წელს FMCG ბაზრის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯების ზრდამ, რაც თავისთავად განპირობებული იყო ორი ძირითადი ფაქტორით: მაღალი ინფლაციითა (+11.9% წ/წ) და კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაზრდილი ნომინალური ხელფასით (+22.0% წ/წ). ამ ფაქტორმა, გაზრდილი ფასების მიუხედავად, ჯამურ მოხმარებაზე უარყოფითი ეფექტი შეზღუდა.

ასევე აღსანიშნავია შინამეურნეობის დანახარჯების სტრუქტურაში ცვლილება 2022 წელს და გაზრდილი FMCG პროდუქციის წილი, რომელმაც 46.5% შეადგინა.

თიბისი კაპიტალის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ამ მაჩვენებლის კლებაა მოსალოდნელი, თუმცა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები