მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ქორწინების რაოდენობა 12.5%-ით გაიზარდა, განქორწინების - 32.3%-ით

64253b5942e20
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.23 11:41
1092
2022 წელს ქვეყანაში 26 048 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 12.5%-ით მეტია. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის საქართველოს ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებელშია აღნიშნული.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი 7 916 ქორწინება თბილისში დარეგისტრირდა, იმერეთში - 4 154, ქვემო ქართლში - 3 216, აჭარაში - 2 458, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2 164, კახეთში კი 2 091 ქორწინება დარეგისტრირდა.

რაც შეეხება განქორწინების მაჩვენებელს 2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 32.3%-ით გაიზარდა და 14 098 შეადგინა.

განქორწინების რაოდენობის მიხედვით, რეგიონებში კვლავ თბილისია პირველ ადგილზე 4 934 განქორწინებით, მეორეზე იმერეთი 2 509 რეგისტრირებული განქორწინებით, მესამეზე სამეგრელო - ზემო სვანეთი 1 391-ით, მეოთხეზე ქვემო ქართლი - 1 283-ით, მეხუთეზე კი აჭარა - 1 025 განქორწინებით.