მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასი 77%-ით გაიზარდა - TBC Capital

63d8c75564645
მარიამ ვარადაშვილი
31.01.23 23:45
823

2022 წლის დეკემბერში თბილისში გასაქირავებელი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წლიურად 103%-ით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 3%-ით შემცირდა.

რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასს, დეკემბერში კვადრატული მეტრის წლიური ფასი საშუალოდ 1072 დოლარი იყო, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28%-ით არის გაზრდილი. გასაყიდი საცხოვრებლის ფასი 6%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებითაც.

ჯამში 2022 წლის დეკემბერში 3 983 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, რაც წლიურად 11%-ით შემცირებული მაჩვენებელია, თუმცა წინა თვესთან შედარებით 3%-ით არის გაზრდილი.

TBC Capital-ის შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში ტრანზაქციების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა ეროვნული ბანკის განცხადებას გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, რომელმაც უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განსაზღვრა. ცვლილებების დაანონსებამ მოქალაქეები აიძულა უძრავი ქონება რეგულაციის ამოქმედებამდე შეეძინათ.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვა გასულ წელს საშუალოდ 17%-ით, ხოლო გასაქირავებელი საცხოვრებლის ფასი 77%-ით არის გაძვირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები