მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2022 წლის დაგეგმვის ჰორიზონტი ბუნდოვანია“ - რა სიახლეებს სთავაზობს „კრისტალი“ მომხმარებელს

61d464d65f9bd
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.22 20:54
999
"კრისტალის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის ილია რევიას შეფასებით, 2022 წლისთვის დაგეგმვის ჰორიზონტი საკმაოდ ბუნდოვანია. ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ მიკროსაფინანსო კომპანიის 2022 წლის გეგმებზე საუბრისას თქვა.

გამოწვევების მიუხედავად, „კრისტალში“ მიიჩნევენ, რომ 2021 წელმა მოქნილობა და ნებისმიერი ცვლილებებისთვის მზაობა ასწავლათ, შესაბამისად 2022 წელსაც პოზიტიური მოლოდინებით უყურებენ.

„2022 წელს ბევრ სიახლეს ვგეგმავთ - ეს იქნება ახალი ციფრული პროდუქტები, მათ შორის დისტანციური მომსახურების შემოღება და მეტი განახლებული ფინანსური პროდუქტი ოგრანიზაციის მხრიდან.

გამოწვევები - რესურსების მაღალი ფასია, რაც ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციასთან, რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ვთვლით, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკი ჯერ არ გადასულა და ჩვენ მის ეფექტს 2022 წელს ველით“, - ამბობს ილია რევია.

"კრისტალის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი აღნიშნავს, რომ ახალ წელს კომპანიებს ოპერირებისთვის ყველაზე მეტად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სჭირდებათ.
„კაპიტალის ბაზრის განვითარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას მივანიჭებდი, რათა ჩვენი ზომის კომპანიებმა კაპიტალი და დაფინანსება მარტივად მოიზიდონ. იმედის თვალით ვუყურებთ მიკრობანკების რეგულაციას, რაც რეგიონებში ჩვენი მომხმარებლისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს. შედეგად ჩვენი საოპერაციო გარემოს და პროდუქტების მეტად კონკურენტუნარიანი და საინტერესო გახდება“, - აღნიშნა რევიამ.