„ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, 2023 წლიდან მოსახლოებას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება და ისინი საშეშე მასალის შეძენას ე.წ „საქმიან ეზოებში“ შეძლებენ, რომლებიც მუნიციპალიტეტებში განთავსდება.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა "საქმის კურსს" განუმარტა, ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვის მიზნით, სოფლის მოსახლეობას უკვე დამზადებული შეშის შეძენა უახლოესი ტყიდანაც შეეძლება, რომლის მოპოვებასა და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ორგანოები მოახდენენ ასევე შესაბამისი წესით ხის მერქნის დახარისხებას და "საქმიან ეზოებში" განთავსებას.
რაც შეეხება 2023 წლამდე პერიოდს, როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, კვლავ ნარჩუნდება აქამდე მოქმედი წესი ანუ საშეშე მერქნის მოპოვებას 7 კუბური მეტრის მოცულობით - ბარში, ხოლო 15 კუბური მეტრის მოცულობით მაღალ მთაში მცხოვრები ოჯახები ისევ სიმბოლური მოსაკრებლის გადახდის გზით შეძლებენ.
„2023 წლიდან ტყის ტერიტორიაზე შეშას მხოლოდ სატყეო სამსახურები დაამზადებენ და მოსახლეობას შეშის შეძენა/სარგებლობა შეეძლება ან პირდაპირი მიყიდვის წესით პირდაპირ "საქმიანი ეზოდან" ან დამზადებულ მასალას ტყიდან წამოიღებენ ანუ 2023 წლიდან მოქალაქე ხეს აღარ ჭრის ტყეში, ვინაიდან რა, სად და როგორ უნდა მოიჭრას იცის მხოლოდ მეტყევემ და მისმა შეგირდმა. მოქალაქეს თუ სურს ტრანსპორტირების ხარჯი დაზოგოს, ის წამოიღებს დამზადებულ მერქანს ტყის კონკრეტული ადგილიდან ან იყიდის იმ მუნიციპალიტეტის საქმიან ეზოში“, - აცხადებს კარლო ამირგულაშვილი, სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
კითხვაზე - გამოიწვევს თუ არა ტყითსარგებლობის ახალი რეფორმა მოსახლეობისთვის საშეშე მასალის გაძვირებას, კარლო ამირგულაშვილმა თქვა, რომ კუბურ მეტრზე მოსაკრებლის მოცულობის გაზრდა არ იგეგმება, ხოლო მას შემდეგ, რაც შეშის ჭრა უფრო ორგანიზებული გახდება, დღეს არსებული საბაზრო ფასის გაზრდა მოსალოდნელი არაა.
„შეშაზე ფასი იზრდებოდა იმიტომ, რომ დამზადების პროცესი არაორგანიზებული იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 5-7 კუბური მეტრისთვის მოქალაქეს უნდა ჩაესხა საწვავი მაღალი განმავლობის მანქანაში, დაექირავებინა ბენზოხერხი, მუშახელი და ა.შ. და ეს ყველაფერი ზრდიდა ფასს და მათ შორის მანძილი დასახლებულ პუნქტსა და იმ ადგილს შორის, სადაც ხე-ტყის ლეგალური დამზადება შესაძლებელი იყო. რაც უფრო ორგანიზებულად მოხდება მერქნის მოჭრა, დახარისხება და განთავსება, რა თქმა უნდა, ეს ფასზეც იმოქმედებს. ჩვენი წინასწარი შეფასებებით, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ის ღირებულება, რასაც იხდიდა თითოეული ოჯახი, გაძვირდეს ან ისე გაძვირდეს, რომ არ იყოს ხელმისაწვდომი. განსხვავება იქნება, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტების დაბალი და მაღალტყიანობის გათვალისწინებით, რაც დამზადების და ყიდვის ღირებულებაზე აისახება", - აცხადებს კარლო ამირგულაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი