16.ივნისი .2021 13:41

22 ივნისს ონლაინღონისძიება - “ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის" ტარდება

22 ივნისს ონლაინღონისძიება - “ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის" ტარდება
views 200
უკან

22 ივნისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მისი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა (GEFF) გამართავენ ონლაინღონისძიებას - “ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის”.

ღონისძიება მიზნად ისახავს გამოაშკარაოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები და განიხილოს თუ რა გავლენა აქვთ მათ ქალ და მამაკაც მეწარმეთა საქმიანობაზე და როგორ უმკლავდება მათ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი.

რამდენად ინფორმირებულები არიან ქალი და მამაკაცი მეწარმეები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესახებ, მათი დაძლევის რა მეთოდებს იცნობენ და რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის მწვანე დაფინანსება - ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გასაცემად EBRD-ის GEFF პროგრამამ საქართველოში მრავალპროფილური კვლევა ჩაატარა.

ღონისძიებაზე, ბანკისა და პროგრამის წარმომადგნელებთან ერთად, კვლევის მთავარ მიგნებებსა და რეკომენდაციეზე საქართველოს სამთავრობო, ფინანსური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ.

ღონისძიება ჩატარდება ონლაინ, 22 ივნისს, 11:30 საათზე.

დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ.
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა