მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

23 აპრილის Covid-სტატისტიკა

6263a22fecdaa
BM.GE
23.04.22 10:50
1547
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 360 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 080 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 280 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 87 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.21% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.15%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 259 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 550.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 797 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 87 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 14, ქვემო ქართლი - 3, შიდა ქართლი - 3, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 10, კახეთი - 7, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 790 საიდანაც, 334 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; 1 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.