მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 ჰესი, რომლის ექსპლოატაციაში შესვლა წელს იგეგმება

5e8b3f99d6cba
დავით ჯალაღონია
07.04.20 09:45
2878
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს ქვეყანაში, 24 ჰიდროელექტროსადგური უნდა შევიდეს ექსპლოატაციაში, 1 - შესულია.  

მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 142.43 მეგავატია, ელექტროენერგიის საპროგნოზო წლიური გამომუშავება კი - 664 მლნ კვტ.სთ.

საერთო ჯამში, ამ ათწლიანი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, 25 ობიექტიდან 4 ჰესი - "ჭართალი", "მაშავერა 1", "მაშავერა 2" და "ზემო ყარაბულახი", უკვე უნდა შესულიყო ექსპლოატაციაში, თუმცა როგორც BM.GE-მ ეკონომიკის სამინისტროში გადაამოწმა, აქედან მხოლოდ "მაშავერას" ელექტროსადგური ამუშავდა, დანარჩენ პროექტებზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.



ცნობისთვის: საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის 2020-2030 წლების ვერსია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის 20 მარტს დაამტკიცა.