25.იანვარი .2021 10:57

25 იანვარი: covid-ით 16 მოქალაქე გარდაიცვალა

25 იანვარი: covid-ით 16 მოქალაქე გარდაიცვალა
views 213
უკან

სპეციალურ გვერდზე STOPCOV.GE სტატისტიკური მაჩვენებლები განახლდა. ბოლო 24 საათში covid-19-მა 16 მოქალაქე იმსხვერპლა. სულ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 3071-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 253 816-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 311 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 243 396-მდე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა