15.აპრილი .2021 17:09

$25.4 მილიონიანი ინტერვენციის შედეგად ლარი გამყარდა

$25.4 მილიონიანი ინტერვენციის შედეგად ლარი გამყარდა
views 3427
უკან

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის რიგით მეექვსე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და გასაყიდად $40 მილიონი დოლარი გამოიტანა. გამოტანილი თანხიდან ბაზარზე $25.4 მილიონი დოლარი გაიყიდა. ამ სავალუტო აუქციონის შედეგად, დღეს ლარი  გამყარდა. 

დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.69 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარი გახდა. ბოლო ერთი თვის ჭრილში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3%-ით გაუფასურდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.62 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1115 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.06 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4271 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.12 თეთრით შემცირდა და 4.7363 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 15 აპრილიდან შევა ძალაში.

2020 წლის განმავლობაში სებ-მა ჯამში $212.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გაუფასურება თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა