მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 ოქტომბერს 4 878 ადამიანი აიცრა - NCDC

617948b30bbfa
ინგა მურუსიძე
27.10.21 20:40
346
27 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 961 165 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 029 260 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.2 %.

სრულად ვაქცინირებულია 930 865 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.6%, ხოლო 26 ოქტომბერს აიცრა 4 878 ადამიანი.

შეგახსენებთ, მთავრობა გეგმავს, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრას, თუმცა ამისთვის საჭიროა დღიურად 17-18 ათასი აცრა ჩატარდეს. ეპიდემიოლოგები გარკვეული ჯგუფებისთვის ვაქცინაციის სავალდებულოობას ითხოვენ, თუმცა მთავრობა და მისი მეთაური ამის წინააღმდეგია.