27 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 749 457 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 971 836 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.2%.
გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულია 777 621 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.2%.
26 სექტემბერს აიცრა 6 617 ადამიანი.
ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის იმუნიზაცია 4 ვაქცინით მიმდინარეობს: "სინოფარმი", "სინოვაკი", "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა".