გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მომდევნო 3-4 წელიწადში თხილის ექსპორტის გაორმაგებას აანონსებს. #Forbestalks-ში საუბრისას დავითაშვილი ამბობს, რომ ფაროსანას შემთხვევაში გარდამტეხი იყო განათლება, რათა დარგში არსებული გამოცდილების მიტანა მომხდარიყო თითოეულ ფერმერამდე. მინისტრი კონკრეტული ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით ყვება, რა მოდელით მოხერხდა ფაროსანას გამოწვევის დაძლევა თხილის ხარისხთან ერთად და ამბობს, რომ ახლა ამოცანაა 3-4 წლიან პერსპექტივაში თხილის ექსპორტი გაორმაგდეს.
„2016 წლიდან ამ დარგის ნომერ პირველი ექსპერტები ჩამოვიყვანეთ და გარკვეული გამოცდილება მივიღეთ. 2017 წელს ფაქტობრივად ჩამოყალიბებული პროტოკოლები გვქონდა. 2017 წლიდან 2020 წლამდე პერიოდი დასჭირდა იმას, რომ ეს ცოდნა თითოეულ ოჯახამდე მისულიყო. ყველაზე ეფექტიანი ფერმერების სწორად ორგანიზება აღმოჩნდა. ორგანიზება თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში მოხდა, ფერმერთა გაერთიანებაში, სადაც არგენტინული მოდელი გამოვიყენეთ, რომელიც ფერმერთა მცირე ჯგუფებისთვის ერთი კონკრეტული ლიდერის არსებობას გულისხმობს. ლიდერი ტრენერების მიერ გაწვრთნილია, რომელსაც მაღალი დონის აგრონომიული განათლება აქვს.
ჩვენ პირამიდული სისტემა შევქმენით და ამან საშუალება მოგვცა, რომ არა მხოლოდ ფაროსანას პრობლემა მოგვეგვაერბინა, არამედ ზოგადად თხილის ხარისხის პრობლემა. სწორი აგროტექნიკით ჩვენ კონკრეტულ შედეგს მივაღწიეთ. ჩვენი ამბიცია და ამოცანაა, რომ შემდეგ 3-4 წლიან პერსპექტივაში ჩვენი თხილის რაოდენობა მინიმუმ გავაორმაგოთ. თუ წარმოიდგენთ, რომ ჩვენ თხილის 200 მლნ დოლარის ექსპორტი უნდა გვქონდეს, გაორმაგების შემთხვევაში 300-400 მლნ დოლარის თხილის ექსპორტზე შეგვიძლია ვისაუბროთ 3-4 წელიწადში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ