მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

American Airlines-ი თანამშრომლებს აბრუნებს

5fe33d1f148de
ნათია თაქთაქიშვილი
23.12.20 22:00
818
აშშ-ის წამყვანი ავიაკომპანია American Airlines-ი თანამშრომლების სამსახურში ეტაპობრივ დაბრუნებას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით გათავისუფლები ჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ავიაკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის კონგრესმა კორონავირუსით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების პაკეტი დაამტკიცა, საიდანაც 15 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი ავიაკომპანიების მხარდასაჭერად იქნა გამოყოფილი.

ცნობისთვის, აშშ-ის ავიასექტორში მგზავრთა ნაკადი დღემდე 70%-ით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რის გამოც ავიაკომპანიებმა ათობით ათასი თანამშრომელი გაათავისუფლეს.

რაც შეეხება American Airlines-ს, ავიაკომპანიამ ოქტომბრის შემდეგ 19,000 თანამშრომელი გაუშვა სამსახურიდან, რადგან მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტს, რომელიც 25 მილიარდ აშშ დოლარისგან შედგებოდა, ოქტომბრის თვეში ვადა გაუვიდა.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის მიერ ავიაინდუსტრიისთვის დამტკიცებული პაკეტიდან American Airlines-ი დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს.