მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 ავიაკომპანია, რომელთა რეისებზეც ყველაზე მეტი ავიაკატასტროფა მოხდა

ავიახაზები

თანამედროვე სამყაროში საავიაციო ინდუსტრია ადამიანების თუ პროდუქტების ტრანსპორტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა და, სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით ავიაკომპანიები ყოველდღიურად ათასობით შიდა თუ საერთაშორისო ფრენებს ასრულებენ.

Northwestern University-ის კვლევის თანახმად, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების, ავიაკატასტროფებისა და სარკინიგზო ავარიების დროს სიკვდილიანობას შეისწავლის, თვითმფრინავით მიმოსვლა ტრანსპორტირების ყველაზე უსაფრთხო ფორმაა, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი კომერციული თვითმფრინავის მიერ გავლილ ერთ მილზე (~1.6 კმ) 0.00007-ია.

ამის მიუხედავად, ავიაკატასტროფებისგან დაზღვეული არც ერთი კომპანია არ არის, ზოგიერთ მათგანს კი უფრო მასშტაბური სახე აქვს, ვიდრე - სხვებს.

გამოცემა VisualCapitalist-ი იმ ავიაკომპანიების მიმოხილვას გვთავაზობს, რომელთა რეისებზეც, 2023 წლის 19 სექტემბრამდე, ყველაზე მეტი მასშტაბური ავიაკატასტროფა მოხდა.

რეიტინგში პირველ ადგილს Air France და American Airlines იყოფენ, 11-11 შემთხვევით, რომლებსაც China Airlines და Korean Air მოსდევთ, თითოეულის რეისებზე 9 ავიაკატასტროფით. ხუთეულს კი Pakistan International Airlines ხურავს - 8 შემთხვევით. სრული ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  1. American Airlines - 11
  2. Air France - 11
  3. China Airlines - 9
  4. Korean Air - 9
  5. Pakistan International Airlines - 8
  6. United Airlines - 7
  7. Egyptair - 6
  8. Ethiopian Airlines - 6
  9. Thai Airways - 6
  10. American Eagle - 5
  11. Continental Airlines - 5
  12. Lufthansa - 5

აღნიშნული ავიაკატასტროფები, როგორც წესი, მსხვერპლის გარეშე სრულდება, თუმცა ზოგიერთი შემთხვევა განსაკუთრებულად მძიმე იყო.

Air France: 2009 წლის ივნისში რეისი N477 ატლანტის ოკეანეში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 228-ვე ადამიანი იმსხვერპლა.

Air China: 2002 წლის მაისში რეისი N611 ჰაერში ყოფნისას წყობიდან გამოვიდა და 225-ვე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმსხვერპლა.

United Airlines: 1965 წლის სექტემბერში, რეისი N389 ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 91 მგზავრიდან 43 დაიღუპა.

Thai Airlines: 1987 წლის აგვისტოში, ფხუკეტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად N365 რეისზე 83 მგზავრი დაიღუპა.

2014 წელს “მალაიზიის ავიახაზების” N370 რეისის გაუჩინარებამ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა საავიაციო რეგულაციები და უსაფრთხოების ზომები, მათ შორის თვითმფრინავებისა და სატელიტური კავშირების გამართვის გაუმჯობესებისა და ეკიპაჟის წევრების გადამზადების შესახებ.

ავიაკატასტროფის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არა ავიახაზების მიერ დაქირავებული თანამშრომლების, პილოტების შეცდომა, არამედ თავად საფრენი ხომალდებია. Boeing-ის 737 Max თვითმფრინავებმა, მოდელის მანევრირების მახასიათებლების აუგმენტაციის სისტემის გაუმართაობის გამო, ორჯერ, 2018 და 2019 წლებში, ავიაკატასტროფა განიცადეს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ავიახაზების უმრავლესობას, ისტორიის მანძილზე, ძალიან მცირე რაოდენობის ავიაკატასტროფები გადახდენიათ. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველწლიურად ათობით მილიონი ფრენა სრულდება, მასშტაბური შემთხვევები იშვიათიც კია.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ში თითქმის 15 წელია, მასშტაბურ ავიაკატასტროფას ადგილი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროში 100 მილიონზე მეტი ფრენა განხორციელდა და კომერციული ავიახაზები 10 მილიარდზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები