მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Boeing-მა და Airbus-მა ხარისხის კონტროლი უნდა გააუმჯობესონ” - WizzAir-ის CEO

ჯოზეფ ვარადი

Wizz Air Holdings Plc-ის აღამსრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარადი საავიაციო ინდუსტრიის გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ავიახაზებისთვის საოპერაციო პროცესის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ.

“Airbus-მა, Boeing-მა და ძრავების მწარმოებლებმა ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ. ვფიქრობ, მათ უნდა გააუმჯობესონ თავიანთი საპროცესო პოლიტიკა, ორგანიზებულობა და უფრო მეტი რესურსი გამოყონ ამისათვის”, - ამის შესახებ Wizz Air-ის CEO-მ აბუ-დაბიში ისაუბრა.

ვარადიმ ასევე აღნიშნა, რომ სექტორის პრობლემები მხოლოდ მწარმოებლებით არ შემოიფარგლება და მარეგულირებელმა უწყებებმაც უნდა შეასრულონ თავიანთი წვლილი მის გაუმჯობესებაში. მისი შეფასებით, მარეგულირებლები და მწარმოებლები “ზედმეტად დიდი ხანია” ერთმანეთთან კომფორტულად თანამშრომლობენ.

“თითქოს მწარმოებლები მარეგულირებლებთან ქორწინებაში იმყოფებიან. ამ დროს, მარეგულირებლებმა თავიანთი დამკვირვებელი როლი სრულყოფილად უნდა შეასრულონ და ასეთი ურთიერთობა დაუშვებელია”, - ამბობს ჯოზეფ ვარადი.

WizzAir-ის აღმასრულებელი დირექტორისგან ინდუსტრიის მსგავსი შეფასება გასულ კვირას მომხდარი ავიაკატასტროფაა: “ალასკას ავიახაზების” თვითმფრინავს, რომელიც Boeing-ის მიერ იყო წარმოებული, აფრენისას კარის პანელი მოწყდა, რამაც ბორტზე წნევის ვარდნა გამოიწვია და თვითმფრინავს ავარიული დაშვება მოუწია. აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ავიაციამ კი Boeing-ის “მაქს 9” ტიპის თვითმფრინავებით ფრენები დროებით აკრძალა. შემთხვევამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა.

თავად WizzAir-ი Airbus-ის თვითმფრინავებით ოპერირებს, შესაბამისად, კომპანიას Boeing-ის თვითმფრინავებზე დაწესებული შეზღუდვები პრობლემას არ უქმნის. ამის მიუხედავად, უნგრული კომპანია ერთ-ერთია იმ ავიახაზებს შორის, რომლებმაც საავიაციო ძრავის დეფექტურობის გამო სერიოზული პრობლემა აქამდეც შექმია. ვარადის ინფორმაციით, WizzAir-ი 50-მდე ხომალდს ხმარებიდან ამოიღებს, ვიდრე მათ სარემონტო სამუშაოებს არ ჩაუტარებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები