მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 სასტუმრო, სადაც covid-ინფიცირებულებს მკურნალობენ

5f5f0d42f136f
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.20 13:00
8259
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-ინფიცირებულ ასიმპტომურ და ინფიცირების მსუბუქი ნიშნების მქონე პაციენტებს, არა კოვიდის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ საკარანტინე ზონად გადაკეთებულ სასტუმროებში უმკურნალებენ. ამის შესახებ პირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 7 სექტემბერს განაცხადა. გიორგი გახარიას ინფორმაციით, ინფიცირებულებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი საკარანტინე სასტუმროები მიიღებდნენ. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით კი, 11 სექტემბრისთვის ქვეყანაში კოვიდის მიმღებ სასტუმროებში 300 საწოლი იყო მობილიზებული და სასტუმროების დამატება მიმდინარეობდა.

BM.GE დაინტერესდა, სულ რამდენი სასტუმროა უკვე ჩართული ინფიცირებული პაციენტების მიღების პროგრამაში, ასევე, რა კრიტერიუმით შეარჩიეს ისინი და რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს მათი დაქირავება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში მხოლოდ სასტუმროების სახელები მოგვაწოდეს, დანარჩენ კითხვებზე პასუხების მისაღებად კი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გადაგვამისამართეს - პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ეკატერინე ტიკარაძის უწყების ცნობით, covid-პაციენტებს უმკურნალებენ:  თბილისში - „ფორტუნა პალასში“ (116 ნომერი); ბათუმში - „ბიზნეს ლეჯენდში“ (100 ნომერი), ანაკლიაში - „პალმ ბიჩში“ (43 ნომერი). 

ცნობისთვის: ინფიცირებული პაციენტების მიღების პროგრამაში ჩართვას ბათუმში მოქმედი სასტუმრო „კოლიზეუმ მარინაც“ აპირებდა. ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს მენეჯერმა თავად აცნობა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით, აღნიშნული სასტუმრო სამინისტროს სიაში არაა.