მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"30 წელი ვერ შევძელით მომავალი თაობისთვის დამოუკიდებელი სასამართლო შეგვექმნა"

5dad69f567074
ლიკა გურაბანიძე
21.10.19 12:27
1375
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ დღეს პრემიერთან შეხვედრამდე ბიზნესში არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა. როგორც ჭუმბურიძე განმარტავს, ერთ-ერთი პრობლემა ეს სასამართლო რეფორმაა.
 
"თუ ჩვენ ევროპული ტიპის სასამართლო ვერ შევქმენით, ჩათვალეთ, რომ ყველა მცდელობა ფუჭი იქნება. აზრი არ აქვს ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ რეფორმირებული სასამართლო ეს არის გარანტია ბიზნესისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის, ასევე მედიის განვითარებისთვის.

პრობლემები, რომელსაც ბიზნესმენები სასამართლოში აწყდებიან, ესენია: გრძელვადიანი პროცესები, არაკომპეტენტურობა და საჭირო მეტი ცოდნა მოსამართლეებს.

30 წელი ვერ შევძელით, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის დამოუკიდებელი სასამართლო შეგვექმნა", - განაცხადა ჭუმბურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესასოციაციები და ბიზნესმენები დღეს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ხვდებიან.