მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის სჭირდება სანქცირებული ბიზნესი საქართველოში? – ზვიად ჭუმბურიძის ანალიზი

649c5e9de789c
ელენე კვანჭილაშვილი
28.06.23 23:55
629
„ჩვენ გვჭირდება დამატებითი ზუსტი ინფორმაცია თუ რა რისკებთან გვაქვს საქმე“ – ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა დირექტორმა ზვიად ჭუმბურიძემ სანქციების მე–11 პაკეტის მასშტაბი და საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესის როლი ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–ს პირდაპირ ეთერში შეაფასა.

ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური დირექტორის შეფასებით, „მსოფლიოში არ არსებობს სრულად დაცული განსაკუთრებული საზღვრები. ყველა საზღვარზე მეტ–ნაკლებად შეიძლება რაღაც დაირღვეს, მაგრამ საქართველოს უფრო მაღალი რისკი აქვს, რადგან რუსეთი – მისი მეზობელი ქვეყანა – მის მიმართ მტრულად არის განწყობილი“. ზვიად ჭუმბურიძეს მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი რისკი იმ კომპანიებზე მოდის, რომლებიც რუსი მოქალაქეების მიერ ჩვენს ქვეყანაშია დარეგისტრირებული.

„მაგალითად ჩვენ ვიცით რომ დაახლოებით 2000–2500–ზე მეტი კომპანიაა დაფუძნებული საქართველოში რუსი მოქალაქეების მიერ – ეს მნიშვნელოვნად ზრდის იმის შანსს, რომ რაიმე დარღვევასთან გვქონდეს საქმე“ – ამბობს ზვიად ჭუმბურიძე ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–ს პირდაპირ ეთერში.

ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური დირექტორის მთავარი კითხვაა: „ვის სჭირდება სანქცირებული ბიზნესი საქართველოში?“ – და პასუხი: „ისევ და ისევ რუსეთს“. შესაბამისად, ზვიად ჭუმბურიძეს მიაჩნია, რომ რეკომენდაციები, რჩევები და ინსტრუქციები, რომლებსაც ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველო მიიღებს, ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.

ევროკავშირმა სანქციების მე–11 პაკეტი დაამტკიცა. საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი იმყოფება. დევიდ ო'სალივანის ამ ვიზიტში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.

საქართველოში ევროკავშირის ოფისის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. ვიზიტის ფარგლებში, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პრემიერმინისტრს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, გენერალურ პროკურორსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები