მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 წელს ქვევით პირებისთვის Moderna-ს ვაქცინის მიღება რეკომენდებული არ არის - კვლევა

618bd3ecc10ae
ნათია თაქთაქიშვილი
10.11.21 20:00
759
საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 30 წელს ქვევით პირებისთვის Moderna-ს ვაქცინის მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა პრობლემების წარმოქმნის რისკს ზრდის. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

საფრანგეთის ჯანდაცვის სექტორის მთავარი მრჩევლის Haute Autorite de Sante (HAS) მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, Moderna-ს ვაქცინამ შეიძლება მიოკარდია გამოიწვიოს.

„თუ Moderna-ს ვაქცინით აცრილ 30 წლამდე პირებს Pfizer-ით აცრილებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ გულ-სისხლძარღვთა პრობლემის წარმოქმნის რისკი, დაახლოებით, 5-ჯერ მეტია Moderna-თი ვაქცინაციის შემთხვევაში“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის სექტორის მთავარმა მრჩეველმა Haute Autorite de Sante-მა.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის გარდა მსგავსი კვლევა უკვე გამოაქვეყნა კანადამ, ფინეთმა და შვედეთმა.