კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 1 673-ით 38936-მდე გაიზარდა. სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 22 691 და ეს მაჩვენებელი 2 881-ით გაიზარდა.
დღეს გარდაიცვალა - 22 ადამიანი.
31 ოქტომბრისთვის სტატისტიკა ასეთია:
მათ შორის გარდაცვლილი - 307
კარანტინის რეჟიმში - 3001
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4136
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2245
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41