მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

31 ოქტომბრის არჩევნებმა შესაძლოა გაზარდოს პოლიტიკური გაურკვევლობა - Fitch Ratings

5f970774bd287
თამთა ჯიჯავაძე
26.10.20 21:21
975
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა, შესაძლოა, გაზარდოს პოლიტიკური გაურკვევლობა, - ამის შესახებ Fitch Ratings-ი თავის ანგარიშში წერს. ანგარიშის შესახებ ინფორმაციას bm.ge-ის ინგლისურენოვანი გამოცემა ავრცელებს.

გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქმედი სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ დარჩება კიდევ ერთი ვადით ხელისუფლებაში, თუმცა, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია, რომ მცირე ზომის პარტიების წარმომადგენლობაც გაიზრდება პარლამენტში.

გარდა ამისა, Fitch Ratings-ში აცხადებენ, რომ საქართველოს მაღალი საგარეო ვალი, უცხოური ვალუტის დაბალი ლიკვიდობა, ასევე შესადარის ქვეყნებთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი არის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის სისუსტეები.

სარეიტინგო კომპანიის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს პატარა და ღია ეკონომიკაზე რისკები გაზარდა.

„1 ნოემბრამდე საერთაშორისო ავია მიმოსვლაზე არსებული შეზღუდვები და ტურიზმის სექტორის სრული გახსნის გადადებები, რომელზეც მშპ-ს 11.5% მოდის, გავლენას იქონიებს ზრდაზე“, – წერს Fitch Ratings-ი.

"ველოდებით უფრო მეტ სიცხადეს არჩევნების შემდგომი პოლიტიკის შესახებ, რათა ჩვენი შემდგომი სუვერენული მიმოხილვა განვაახლოთ, რომელიც 2021 წლის თებერვლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი", – აცხადებენ სააგენტოში.