მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

34 წლის ორსული კორონავირუსით გარდაიცვალა

6095331fd68fd
ინგა მურუსიძე
07.05.21 16:42
1108
საქართველოში 34 წლის ორსული კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც ბოკერიას სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ალექსი ვაჩაძემ "ტვ პირველს" განუცხადა, სამწუხაროდ, ვერც ორსულის და ვერც ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმის თქმით, პაციენტს კლინიკაში შესვლისას ვირუსი დაუდგინდა, ხოლო მოგვიანებით სუნთქვის უკმარისობაც დაერთო.

"ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, რის გამოც მკურნალობის პროცესში რეანიმაციული გუნდის ჩართვა გახდა საჭირო. გადავიყვანეთ დიალიზზე, თუმცა კორონავირუსის მძიმე განვითარების გამო შემთხვევა ლეტალურად დასრულდა", - განაცხადა ექიმმა.