მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 დეკემბერი: covid-19-ით კიდევ 38 მოქალაქე გარდაიცვალა

5fc9d4dbcd5cb
თელარა გელანტია
04.12.20 10:50
647
ბოლო 24 საათში covid-19-ით კიდევ 38 მოქალაქე გარდაიცვალა. სტატისტიკა რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

"სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 425 გარდაცვალების შემთხვევა", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

4 დეკემბრის სრული სტატისტიკა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 152704 , ბოლო 24 საათში - 5068
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 126904 , ბოლო 24 საათში - 2336
მათ შორის გარდაცვლილი - 1425 , ბოლო 24 საათში - 38
კარანტინის რეჟიმში - 1241.