14.იანვარი .2020 14:16

4-დღიანმა სამუშაო კვირამ პროდუქტიულობა 40%-ით გაზარდა - Microsoft-ის ექსპერიმენტი

views 9901
უკან

სამუშაო კვირის 4-დღემდე შემცირების ექსპერიმენტმა, რომელიც  ტექნოლოგიური გიგანტიის Microsoft-ის შვილობილმა კომპანიამ იაპონიაში  ჩაატარა, თანამშრომელთა პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

როგორც მედია გამოცემა აღნიშნავს, ეს ექსპერიმენტი Microsoft-ის "Work-Life Choice Challenge"-ის პროექტის ნაწილია. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს თანამშრომლების შემოქმედებითობას და პროდუქტიულობის გაზრდას, თანამშრომლებისთვის უფრო მოქნილი სამუშაო საათების მიწოდებით.

Microsoft Japan-მა სამუშაო კვირა 4 დღემდე  2019 აგვისტოდან შეამცირა და პროდუქტიულობის ზრდამ 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით 39.9% შეადგინა. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ საქმიანი შეხვედრების დროც 30 წუთამდე დაიყვანა და წარმატებით ნერგავს დისტანციურ კომუნიკაციებს საქმიან ურთიერთობებში.

"როგორც Microsoft-მა გამოიკვლია, 4-დღიანი სამუშაო დღე კომპანიას დანახარჯების შემცირებაშიც ეხმარება, როგორიც არის ელექტროენერგია და სხვა საოფისე რესურსი. კომპანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით 23.1% -ით იკლო", - წერს გამოცემა.

უნდა აღინიშნოს, რომ Microsoft არ არის პირველი კომპანია, ვინც ხაზს უსვამს ოთხდღიანი სამუშაო კვირის პროდუქტიულობის უპირატესობას. მაგალითად, ახალი ზელანდიის ქონების დაგეგმვის ფირმის „Perpetual Garden“-ის დამფუძნებელი ენდრიუ ბარნსი CNBC-ისთან ამბობს, რომ მან ჩაატარა მსგავსი ექსპერიმენტი და დაადგინა, რომ ის სარგებელს მოუტანს როგორც თანამშრომლებს, ასევე - კომპანიას.