მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 წლის განმავლობაში ბათუმში ავარიული სახლებისთვის 80 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება - რიჟვაძე

61727ca34e4fc
მარიამ ვარადაშვილი
22.10.21 13:15
452
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟაძის განცხადებით, 4 წლის განმავლობაში ბათუმში ავარიული სახლებისთვის 80 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება.

"4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დაიხარჯება 80 მლნ ლარზე მეტი. უკვე დღეიდან დაიწყება 630-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება მერიის და აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდით. ჩვენ შევთავაზებთ ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს მერიის და მთავრობის საბინაო ფონდიდან კონკრეტულ გარემონტებულ ბინებს და ამის პარალელურად, დაიწყება ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და სრულად დასრულებული ჩაბარდება საჭიროების მქონე თითოეულ ოჯახს. ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლისთვის საბოლოოდ გადავწყვიტოთ 3000-ზე მეტი ოჯახის პრობლემა ბათუმში, რომლებსაც სამწუხაროდ დღემდე უწევდათ ცხოვრება ავარიულ პირობებში",  - განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობითვე, პროგრამის განსახორციელებლად მხოლოდ 2022 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული, ხოლო მომდევნო 4 წლის გამავლობაში ბათუმში აღარ იქნება ავარიული საცხოვრებელი სახლები.