მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობამ KFW-სთან თანამშრომლობით ტყის მდგრადი მართვის €7,5-მილიონიანი პროექტი დაიწყო

641bfc109f724
BM.GE
23.03.23 11:31
543
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW), გერმანიის ჰესენის მიწის სატყეო სააგენტოს და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელების დეტალები განიხილეს.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ახალი პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ KfW-ს მეშვეობით ხორციელდება და მიზნად ისახავს აჭარის სატყეო სააგენტოს მხარდაჭერას და ტყით მდგრადი სარგებლობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. პროექტის ბიუჯეტი 7,5 მლნ ევროს შეადგენს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. გერმანიის დელეგაციის მხრიდან, გამოითქვა მზადყოფნა აჭარაში სამომავლო პროექტების მხარდაჭერის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები