მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, "ოცნების ქალაქის" მშენებლობის პირველი ფაზა დასკვნით ეტაპზეა - რიჟვაძე

ბათუმი

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამა რეგიონში ძალიან დიდი სოციალური გამოწვევის გადაჭრას ემსახურება.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო საცხოვრისით დაკმაყოფილების დაფინანსება და დღეის მდგომარეობით 50 000 ლარს შეადგენს. ასევე, გავაორმაგეთ ბიუჯეტის შესაბამისი მიზნობრივი დაფინანსება და გასულ კვირას, პროგრამის ფარგლებში, 30-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო ახალი საცხოვრისი”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე გაიზარდა და ბიუჯეტმა 5 016 840 ლარი შეადგინა. წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 45 ოჯახმა და სულ 120-მდე ოჯახი შეძლებს საცხოვრისის შეძენას. პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016 წლიდან ხორციელდება და ჯამში 753 ოჯახმა შეძლო უსაფრთხო საცხოვრისის შეძენა.

ასევე, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ დასკვნით ეტაპზეა "ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველი ფაზა და მომდევნო თვიდან, ეტაპობრივად დაიწყება ბინების იქ მცხოვრებლებისთვის გადაცემა.

"582 ოჯახი დაკმაყოფილდება და ძალიან მახარებს ფაქტი, რომ ეს პატარები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ამ პროექტის განხორციელებას უკვე მართლა აიხდენენ მათ ოცნებებს“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

წელსვე დაიწყება მეორე ფაზის განხორციელება რაც გულისხმობს, მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები