მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

410 000 პენსიონერს 2021 წლიდან პენსია გაეზრდება - პრემიერი

5ea2c29179da9
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.20 14:39
2858
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის შეღავათების გაკეთებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2021 წლიდან საქართველოში 410 000 პენსიონერს პენსია გაეზრდება, რაც მათთვის იქნება შეღავათი პროდუქტზე ფასების ზრდიდან გამომდინარე.

პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მიიღო და საკანონმდებლო დონეზე გაამყარა.

„ისეთი გამოწვევა როგორიც არის გლობალური პანდემია, შეუძლებელია გადალახული იყოს ერთ თუ ორ წელიწადში. ჩვენ მოგვიწევს ამ გლობალური პანდემიის შედეგებს გავუმკლავდეთ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ თვალსაზრისით დღესვე გვეზრუნა და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვეფიქრა და შეგვეთანხმებინა ჩვენს ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, სოციალურად დაუცველ - ჩვენს პენსიონერებზე ზრუნვის გარკვეული მექანიზმები, რომელიც იქნება გამყარებული საკანონმდებლო დონეზე.

ამ მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით ყოველწლიურად, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს პენსიის სახით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგარადობის შენარჩუნების თვალსაზრისით და ამასთან ერთად 70 წელს ზემოთ პენსიონერები გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად ნიშვნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით, ეს არის ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომელიც თითოეულ პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს.

ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ჩვენს პენსიონერებს საკმაოდ დიდი სოციალური ჯგუფი გვყავს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სოციალური მდგრადობის თავლსაზრისით. ამ შეღავათებით ისარგებლებს 410 000 საქართველოს პენსიონერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.