ხუთ ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობის მისამართით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი და საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია აწერენ.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ამ ბიზნეს ასოციაციებს არ მიუღიათ მთავრობისგან გამოხმაურება რიგ შეთავაზებებზე და ისინი საფრთხეს ხედავენ, რომ "ხელისუფლება შემოდგომაზე მარტო დარჩება იმ დიდ გამოწვევასთან, რასაც ჰქვია მზარდი ეკონომიკური კრიზისი".
"კოვიდ 19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ რთულ პერიოდში, რიგმა ბიზნეს ასოციაციებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების, ბიზნესის სამართლიანი ინტერესების დაცვისა და კრიზისულ პერიოდში კონკრეტული დახმარებების გაწევის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე რეკომენდაცია საბოლოო ჯამში გათვალისწინებულ იქნა, ბიზნეს ასოციაციებს არ მიუღიათ მთავრობისგან გამოხმაურება შეთავაზებებზე და ვხედავთ საფრთხეს, რომ ხელისუფლება შემოდგომაზე მარტო დარჩება იმ დიდ გამოწვევასთან, რასაც ჰქვია მზარდი ეკონომიკური კრიზისი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საკმაოდ არასწორი ტენდენცია ბიზნესთან თანამშრომლობის ჭრილში, რაც გულისხმობს რომ მთავრობას არ აქვს შესაბამისი კომუნიკაცია და უკუკავშირი ბიზნეს სექტორებთან, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის განმარტებით ბიზნესთან კომუნკაციის და დახმარების პროცესი დაწყებულია. მაგალითისათვის არ ყოფილა უკუკავშირი საქონლის რეალიზაციის შემდეგ დღგ-ს გადახდის ვალდებულებასთან, ასევე ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფნის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად, რაც ირიბად იწვევს საიმპორტო საქონელზე და ადგილობრივ პროდუქციაზე (ნედლეულის იმპორტიდან გამომდინარე) ფასების ზრდას.
პრემიერ მინისტრის მიერ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციის დროს დაფიქსირდა, რომ მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეათანხმა ახალი პროგრამის პარამეტრები და ბიუჯეტის და მთავრობის მიმართულებით უკვე მოიპოვა 1,5 მლრდ დოლარი დახმარების გარანტიები, გარდა ამისა კერძო სექტორისთვის წვდომა დამატებით 1,5 მლრდ დოლარზე.
განმცხადებელ ბიზნეს ასოციაციებს აინტერესებთ:
1. ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ერთობლივი გეგმა ეროვნული ვალუტის გამყარების/დასტაბილურებისათვის, ვინაიდან აღნიშნულის გარეშე წარმოუდგენელია ბიზნესის მდგრად განვითარებაზე საუბარი;
2. „კოვიდ 19“-ის ფონდში აკუმულირებული თანხების ხარჯვის მიზნობრიობა და გამჭირვალეობა - წინასწარ გაწერილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
3. ბიუჯეტისა და მთავრობის მიმართულებით მოპოვებული ზემოხსენებული 1,5 მლრდ აშშ დოლარის ოდებით დახმარების განაწილებისა და ხარჯვითი ნაწილის გამჭირვალეობა;
4. სპეციალური ბიუელეტენის გამოცემა, სადაც დეტალურად იქნება მოცემული ინფორმაცია კერძო სექტორისთვის დამატებით 1,5 მლრდ აშშ დოლარზე წვდომასთან და გაწეულ დახმარებებთან დაკავშირებით.
ასევე მნიშვნელოვანია მთავრობის სამოქმედო გეგმის არსებობა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის შემთხვევაში. ბიზნესისთვის მეტი პროგნოზირებულობისა და მომავალი შესაძლო ზარალის მინიმიზაციისთვის მთავრობას ვთავაზობთ:
•იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესის განმეორებითი დაკეტვა სრულად შეაჩერებს ქვეყნაში ეკონომიკის აღდგენის პროცესს, უმნიშვნელოვანესია პრემიერ მინისტრმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უახლოეს მომავალში დაიწყოს კონსულტაციები წამყვან ბიზნეს ასოციაციებთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი სტრატეგია ქვეყანაში ვირუსის ახალი ტალღის გავრცელების შემთხვევაში", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი