დღეს, 12:00 საათზე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართავენ. სექტორი 22 იანვარს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მთავრობას ტურიზმის აღდგენის 5 პუნქტიან გეგმას სთავაზობს. როგორც ღია წერილშია აღნიშნული, დარგის რეკომენდაციები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე დაყრდნობით არის შემუშავებული და ეკონომიკური აქტივობის უსაფრთხო გახსნას გულისხმობს.
ღია წერილის და ეკონომიკური აქტივობის განახლების რეკომენდაციები სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის, საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის, საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციის, სატრანსპორტო კომპანიების და ტუროპერატორების: კავკაზუს თრეველის; ლივინგ რუთს თრეველის; გეორგიკა თრაველის; ინსაით ჯორჯიას; კონკორდ თრეველის; ეგზო ტურის; ომნეს ტურის; ექსპლორ ჯორჯიას; იბერია ტურს პლიუსის; ჯორჯიან ჰოლიდეისის; ნოვა ტურსის; კლარკ ენდ რობინსონის ინიციატივით შემუშავდა.
BM.GE ტურიზმის სექტორის ღია წერილსა და რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:
„თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რის წინაშეც გამკლავება გვიწევს პანდემიიდან და მის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე.
ჩვენ, კერძო სექტორის წარმომადგენლები არ ვეთანხმებით 22.01.2021-ში მიღებულ გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. გთავაზობთ ჩვენს ხედვას 2021 წლის ტურიზმის აღდგენის სწრაფი და უსაფრთხო გზებით. აქვე დავძენთ, რომ ეს მინიმალური ნაბიჯები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მთლიანად ტურიზმის სექტორისთვის, ყველა ნაბიჯზე გვაქვს ხანგრძლივად ნაფიქრი და რეკომენდაციები მოძიებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების არსებული მაგალითებიდან, რაც უკვე მუშაობს და საკმაოდ კარგი შედეგებიც დადო.
ტურიზმის სექტორის რეკომენდაციები:
1. ზამთრის კურორტების გახსნა 1 თებერვლიდან (მობილობა მაღალი უკვე ვეღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი არ არის ვირუსის გადატანის საფრთხე, სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კოვიდ უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა)
2. საზღვრების გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო - შემდეგი რეგულაციებით:
ა) ქვეყანაში მივიღოთ ის უცხოელი ვიზიტორები, ვინც საზღვარზე წარმოადგენს:
ა1) ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ საბუთს;
ა2) PCR ტესტს, გამოფრენამდე არა უგვიანეს 72 საათისა;
ა3) წარმოადგენს საბუთს, რომ აქვს ანტისხეულები, ანუ არის უკვე კოვიდ გადატანილი (უახლოესი 6 თვის მანძილი);
ბ) ყველა უცხოელ ვიზიტორს, რომელსაც არ აქვს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია, საზღვარზე გაუკეთდეს სწრაფი ტესტი. (ინდივიდუალური მოგზაურები თავად გადაიხდიან ტესტის თანხას, ტურისტული კომპანიით მოწვეული ტურისტებს კომპანია დაუფარავს ტესტის თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თვითღირებულებას);
გ) საზღვრების გახსნა უახლოეს პერიოდში ზუსტი თარიღების მითითებით, (რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის) შესაბამისად, ვაქცინის დამადასტურებელი საბუთით ან PCR ტესტის დამადასტურებელი საბუთით, ანტისხეულის დამადასტურებელი საბუთით ან ჩაუტარდეს ადგილზე სწრაფი ტესტი. იგივე პრინციპით მოხდეს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რაც ხელს შეუწყობს გამყვანი ტურიზმის აღდგენას. (ამ დრომდე საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები ექვემდებარებიან თვითიზოლაციას);
დ) აღდგეს სახმელეთო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან იგივე რეგულაციებით საზღვარზე.
3. სასწრაფოდ შემუშავდეს კოვიდ დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის.
ეს დამატებით შემოსავალს გაუჩენს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ქვეყნისთვისაც, ასევე მოაგვარებს პრობლემას ვინ და რა სახსრებით მკურნალობს ვიზიტორს, თუ საქართველოში ყოფნის დროს დაუდგინდა კოვიდ ვირუსი. დაზღვევის პაკეტები შესაძლებელია იყოს განსხვავებული ფასის შესაბამისად განსხვავებული დაფინანსებით.
4. რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები რეგულაციების მკაცრი დაცვით და კონტროლით.
5. უახლოეს მომავალში აუცილებლად შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რომ სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება“, - წერია ტურიზმის სექტორის მიერ შემუშავებულ ღია წერილში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი