მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 ქალაქი, რომელსაც წყალში ჩაძირვა ემუქრება

5d85f6019b196
სალომე ჭიპაშვილი
21.09.19 20:00
8173
სხვადასხვა ბუნებრივი კატალიზმებისა თუ ადამიანების უხეში ჩარევის შედეგად, მსოფლიოს რამდენიმე ქალაქს წყალში ჩაძირვა ემუქრება; ხუთეული ასე გამიყურება:

1. ჯაკარტა, ინდონეზია

ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტა ყველაზე სწრაფად მიიწევს ჩაძირვისკენ. ვითარება ყოველწლიურად მძიმდება, ქალაქი თითქმის 17 სანტიმეტრით იწევს. ფაქტობრივად, ჯაკარტა ქრება დედამიწის ზედაპირიდან. მკვლევარების ვარაუდით, 2050 წლისათვის ინდონეზიის დედაქალაქის 95% წყლის ქვეშ აღმოჩნდება. ინდონეზია დედაქალაქის გადატანას კუნძულ ჯავაზე გეგმავს რაც სახელმწიფოს 33 მილიარდი დოლარი უჯდება.

2. ლაგოსი, ნიგერია

რთული ვითარებაა ნიგერიის ქალაქ ლაგოსში, სადაც სანაპირო ზოლი დეგრადაციას განაგრძობს, რაც ქალაქისთვის წყალდიდობის საფრთხის შემცველია. მეცნიერების მოსაზრებით, 21-ე საუკუნის ბოლოსთვის ლაგოსის ზღვის დონის მატება 2 მეტრს გადააჭარბებს.

3. ჰიუსტონი, აშშ

ყოველ წელს 5 სანტიმეტრით იძირება ჰიუსტონის რეგიონიც, რაც სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებთან ერთად შეერთებული შტატების ამ რეგიონს დიდი საფრთხის წინაშე აყენებს. სულ ახლახანს ჰიუსტონს თავს დაატყდა ქარიშხალი ჰარვი, რომელმაც 135 ათასი სახლი დააზიანა და 30 ათასზე მეტ ადამიანს გადასახლება მოუწია.

4. დჰაკა, ბანგლადეში

მკვლევარების მოსაზრებით, ბანგლადეშის ქალაქ დჰაკას მიწის ფართობის 7% შესაძლოა ოკეანემ დატბოროს და 2050 წლისათვის 18 მილიონ მოქალაქეს გადასახლება მოუწევს.

5. ვენეცია, იტალია

ბოლო ადგილზეა ვენეცია, რომელიც ყოველწლირად 30 სანტიმეტრით იძირება. მართალია, წყალდიდობის გაკონტროლების მიზნით, 2003 წელს იტალიელებმა კაშხლის მშენებლობა დაიწყეს, რომელიც წყლის სამ შესასვლელთან ერთად მოსეს სახელითაა ცნობილი, თუმცა მისი დასრულება მხოლოდ 2022 წლისთვის იგეგმება. წინა წელს კი, ვენეციას მასშტაბური წყალდიდობა დაატყდა თავს. სტიქიამ ქალაქი უკანასკნელი ათეული წლის განმავლობაში ყველაზე მძიმედ დააზიანა.