მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ფულადი გზავნილები შემცირდა

ფულადი გზავნილები

ივლისში ფულადი გზავნილები შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში საქართველოში 301 მლნ დოლარის ფულადი გზავნილების გადმორიცხვა მოხდა. 2022 წლის ივლისთან შედარებით, კლება დაახლოებით 4.95  მლნ დოლარია, ივნისთან შედარებით კი, გზავნილების მოცულობა  52 მილიონით შემცირდა.

7 თვის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 2.6 მლრდ დოლარის გადმორიცხვა მოხდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა  კვლავ რუსეთიდან განხორციელდა.  რუსეთიდან  ივლისში 73.8 მლნ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია - 45.3 მლნ, მესამეზე აშშ-ი  -  40 მლნ დოლარის გზავნილით.  ხუთეულში შედის საბერძნეთი (21.6 მლნ) და გერმანია - 20.5 მლნ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები