მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $5 მლრდ იყო, ზრდა 18.2%-ია

60c703943ae99
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.21 11:25
1141
წინასწარი მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.2%-ით გაიზარდა და 5 მლრდ დოლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა, საქართველომ ექსპორტით 1.5 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 24.4%-ით აღემატება.

რაც შეეხება იმპორტს, ეს მაჩვენებელი 15.7%-ით გაიზარდა და 3.5 მლრდ დოლარი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მაისში 1.9 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7% შეადგინა.