მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვის თავზე FDI-გრანტით ჯერ არც ერთ კომპანიას არ უსარგებლია

6070320fa11b1
ინგა მურუსიძე
09.04.21 15:30
1135
„კომპანიებს, რომლებიც შექმნილია უცხოური კაპიტალით და მოისურვებენ საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას, ან არსებული წარმოების გადმოტანას, ასევე, აიღებენ ვალდებულებას, რომ სულ მცირე 10 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადონ საქართველოში, დაასაქმებენ მინიმუმ 150 ადამიანს, მიეცემათ თანადაფინანსება, ე.წ. FDI-გრანტი 1 მლნ ლარის ოდენობით, რომლის მიზნობრიობაც იქნება დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება, ასევე, სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც მათ შეიძლება დასჭირდეთ“, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააანონსა.

BM.GE პროგრამის დაანონსებიდან მეხუთე თვის თავზე დაინტერესდა, თუ რამდენი კომპანია დაინტერესდა პროგრამით და რამდენმა ისარგებლა მთავრობის შეთავაზებით.

სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, რომ რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ გრანტი არავის აუღია.

აღსანიშნავია, რომ ახალი პროგრამა გავრცელდება დარგებზე, რომელიც მიეკუთვნება გადამამუშავებელ ინდუსტრიას, მათ შორის ელექტრული ინჟინერიის წარმოებას, მანქანათმშენებლობას, მანქანების და მანქანადანადგარების და მათი ნაწილების წარმოებას, ლოგისტიკასა და სასაწყობო მეურნეობას, საჰაერო ხომალდების რემონტსა და ტექნიკური მომსახურეობას და ა.შ.