მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5016 მოქალაქე ზამთრის კურორტებზე საბაგიროების ჩართვას ითხოვს - პეტიციას პარლამენტი განიხილავს

5fe5c1bf09385
ინგა მურუსიძე
25.12.20 14:36
923
საქართველოს 5016 მოქალაქე, რომლებიც შესაბამის პეტიციაზე აწერენ ხელს, ზამთრის კურორტებზე საბაგიროების ჩართვას ითხოვს. საკითხი დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე პეტიციის ინიციატორმა, მოქალაქე, ანი ელიაშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, პეტიციის ავტორებს სამი მოთხოვნა აქვთ:

გაიხსნას საბაგიროები;
დაიშვას ღია კაფეები სათხილამურო კურორტებზე;
აპარტ-ოპეტელებს და გესთ ჰაუსებს მიეცეთ უფლება, მიიღონ სტუმრები.

როგორც ელიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მოთხილამურეების ეკიპირება თითქმის ექიმებისას უტოლდება, ამიტომ ვირუსის გავრცელების საფრთხეს არ წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება საბაგიეროებს, იქ იყიდება ბილეთები, შესაბამისად, მოქალაქეების ნაკადების გაკონტროლება შესაძლებელი იქნება.

ელიაშვილის თქმით, ბინებს და გესთჰაუსებს უწევთ გათბობა ჩართული ჰქონდეთ და გაათბონ ცარიელი სახლები, რომ მილები არ გაუსკდეთ, რის გამოც მათ საკმაოდ სოლიდური გადასახადებით უწევთ ცარიელი სახლების შენახვა.

მისივე თქმით, ზამთრის კურორტების შემოსავალი წელს უხეში დათვლებით შესაძლოა იყოს 46 მლნ ლარი, ხოლო ჩაკეტილობის შემთხვევაში შემოსავალი ნული ლარი იქნება.

მოქალაქე ელიაშვილს უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა უპასუხა და თქვა, რომ ადამიანურად, ემოციურად ეთანხმება მას, ხოლო რაციონალურად გადაწყვეტილების მიღებისთვის მსჯელობის გამართვის მომხრეა.

„ჩვენ ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან მძიმედ გადაგვაქვს იმ ადამინების მძიმე სოციალური ტვირთი, რაც რეგულაციებში ექცევა. ყველაფერი, რაც ხდება ჩვენთვისაც თვალნათელია. მე მაგალითად მომხრე ვარ, რომ შემდგომი დისკუსია გაგვეგრძელებინა ამ მოსაზრებაზე.

პარლამენტს ზამთრის კურორტების გახსნა-დახურვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, არც მოსაზრებები მოგვისმენია ეპიდემილოგების და ჯანდაცვბის სფეროს წარმომადგენლებიგან, გარკვეუწილად აპრიორი ვიღებთ ფაქტებს, ბრმად ვენდობით მათ, რადგან დელეგირება გვაქვს გადაცემული. მე, როგორც პარლამენტის წევრს, დიდი სურვილი მექნება, რომ პეტიციის შემდგომი განხილვის ეტაპი იყოს ჯანდაცვის სფერო. კარგი იქნება, რომ ადამიანებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ზამთრის კურორტები არ გაიხსნას, ოპონირება გაგიწიონ თქვენ, თუმცა მეც მაქვს კითხვები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დეპუტატი დაინტერესდა, რამდენი ადამიანის ჩასვლაზეა გათვლილი თანხა - 40 მლნ ლარი და რამდენად დაცული იქნება უსაფრთხოება, თუნდაც მოთხილამურეების შემთხვევაში, იმ ფონზე, რომ სათხილამური ეკიპირება მრავალჯერადია და არა ერთჯერადი.

„თქვენს წინადადებაშო ჩანს, რომ ნაკადები გაიზრდება. კარგი იქნება, საკითხი ჯანდაცვის სპეციალისტებთან განვიხილოთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.