მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

520-ე დადგენილების ნაცვლად, სადაზღვევო პრემიის ვაუჩერების შემოღება უმჯობესი იქნებოდა - გია ჩქოფოია

5df33ce5b9ee8
ინგა მურუსიძე
14.12.19 10:50
1673
"520-ე დადგენილების ნაცვლად, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, სადაზღვევო პრემიის ვაუჩერების შემოღება", - ამის შესახებ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს ანალიტიკოსმა გია ჩქოფოიამ "საქმიანი დილის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ვაუჩერი მეტი კონტროლის და კონკურენციის შესაძლებლობას შექმნიდა.

"პრობლემა არის ის, თუ რამ გამოიწვია 520-ე დადგენილების შემოტანა. გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრირების საკითხი იყო პრაქტიკულად მოუწესრიგებელი, ამასთან, არ იყო სადაზღვევო კომპანია შუაში ჩართული, სახელმწიფო პირდაპირ უხდიდა პროვაიდერ კლინიკებს. ამ შემთხვევაში კლინიკები ეძებდნენ არა ჯანმრთელობას, არამედ – დაავადებას, რომ მაქსიმალურად ამოეღოთ ის სარგებელი, რომელსაც სახელმწიფოსგან მიიღებდნენ. სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ ყოფილიყო სადაზღვევო პრემიის ვაუჩერები. ამ შემთხვევაში ბენეფიციარი წყვეტს, რომელ სადაზღვევო კომპანიას მიაკითხოს. ეს სისტემა იქნებოდა კარგი, ვინაიდან კონკურენცია იქნებოდა მაღალი, ასევე სადაზღვევო კომპანიები შეძლებდნენ კლინიკების მეტ კონტროლს და შესაბამისად, გაკონტროლდებოდა ბიუჯეტი", - განაცხადა ჩქოფოიამ.