მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის დანერგვა ძალიან რთულია” - სულხან ლომინაძე

ჯანდაცვა

“რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის დანერგვა ძალიან რთულია” - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში კარდიოქირურგი სულხან ლომინაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიებისთვის შესაბამისი კადრების მოძიება რეგიონებში რთულია.

“პირველადი ჯანდაცვა მთელი სისტემის საფუძველს წარმოადგენს. ის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დროული დიაგნოსტიკისთვის, ასევე პრევენციისთვის და ხარჯების შემცირებისთვის. ერთი დიდი პლუსი, რაც საყოველთაო ჯანდაცვას მოყვა ისაა, რომ ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ჯანდაცვა მარტივად ხელმისაწვდომი გახდა, რამაც თავისი პოზიტიური შედეგები მოგვცა.

უბრალოდ, ჩვენი ქვეყნის ლანდშაფტიდან გამომდინარე, ბევრ რეგიონში პირველადი ჯანდაცვის დანერგვა ძალიან რთულია. განსაკუთრებით - შესაბამისი კადრების ყოლა. მიუხედავად სხვადასხვა პროგრამებისა, როგორებიცაა მთის კანონი თუ უფრო მაღალი ხელფასები, საკმარისი არ გამოდის, რომ იქ პირველადი ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი”, - აღნიშნავს სულხან ლომინაძე.

“კავკასიის მედიცინის ცენტრის” კლინიკური დირექტორი აღნიშნავს, რომ თბილისის ამბულატორიებში უკეთესი მდგომარეობა პაციენტების სიმრავლით აიხსნება.

“პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში სიარული მიწევს ხოლმე და თბილისში ეს კლინიკები ბევრად მაღალი დონისაა, რადგან თითოეულ ამბულატორიას 20-25 000 პაციენტი მაინც ჰყავს. ეს ძალიან მაკვირვებს, თუმცა პაციენტებს საკმაოდ ძვირად ღირებული ანალიზებიც უნაზღაურდებათ დაზღვევით”, - აღნიშნავს ლომინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები