სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე საკრედიტო დაფინანსებით აშენდა. კერძოდ, 2015 წლის ოქტომბერში საქართველოსა და ADB-ის შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ბათუმის სანაპიროს გამაგრებას ითვალისწინებდა. პროექტი სამინისტროს დაკვეთით ჰოლანდიურმა ფირმა Struijk-მა შეასრულა და მთლიანობაში სანაპიროს გამაგრება 55.6 მილიონი დაჯდა, თუმცა როგორც ირკვევა, ახალი ობიექტზე პასუხისმგებელი პირი ამ დრომდე არაა მკაფიოდ გამოკვეთილი, ამიტომაც გასული წლების განმავლობაში მისი მოვლა-პატრონობისთვის არაფერი გაკეთებულა, რაც ახალ ინფრასტრუქტურას ეროზიის საფრთხის ქვეშ აყენებს.
“აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი, რომლის ღირებულებამ 55,6 მლნ ლარი შეადგინა. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, სანაპირო ზოლზე აშენდა 1750 მ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა (ქვის წყობა), დაიგო ბულვარის ახალი საფარი, პლაჟი შეივსო ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ წამოიჭრა საკითხი ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პოზიციის შესაბამისად, ნაპირსამაგრი ნაგებობა შედის ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიღება-ჩაბარების აქტით უნდა გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს.
შემდგომში მერიამ უნდა განახორციელოს პროექტის ფარგლებში შექმნილი ქონების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, მათ შორის, სანაპირო ზოლის კვება (ინერტული მასალის შეტანა).
მერიის განმარტებით კი, შესაბამისი დახმარების გაწევის გარეშე (იგულისხმება ფინანსური და ადამიანური რესურსი, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება) ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე.
მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული ნაგებობა აუდიტის პერიოდისათვის არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, თუმცა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან შეთანხმებით, დაგეგმილია სათანადო ღონისძიებების გატარება ობიექტის მიღებისა და ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.
აუდიტის მიმდინარეობისას ჩატარებული დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ნაგებობის მოვლა-შენახვა აუდიტის პერიოდისათვის არ არის უზრუნველყოფილი, სანაპირო ზოლში არ არის შეტანილი ინერტული მასალა, რის შედეგადაც ზღვაში აღმოჩნდა სანაპიროს გარკვეული ნაწილი. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსით შექმნილი ქონება, მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურას შორის შეუთანხმებლობის გამო, შეიძლება დაზიანდეს, რაც დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ