მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

57 ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური საშუალო ბრუნვა მარტში

624704377f82d
გიორგი თოლორდავა
01.04.22 19:47
2986
წარმატებული იანვრისა და თებერვლის შემდეგ, მარტის თვე საქართველოს საფონდო ბირჟისთვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა. ბირჟაზე სულ 3 გარიგება შედგა, რომელთა საერთო ღირებულებამ 1,309 ლარი შეადგინა, დღიური საშუალო ბრუნვა კი 57 ლარი იყო.

მარტში განხორციელებული სამი ტრანზაქციიდან ორი ლიბერთი ბანკს ეკუთვნის (350 ლარი), ერთი კი საქართველოს ბანკისაა და მისი ღირებულება 960 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გასული წელი საქართველოს საფონდო ბირჟისთვის განსაკუთრებით წარუმატებელი იყო. 2021 წელს ბირჟაზე სულ 104,077 ლარის ღირებულების ტრანზაქციები განხორციელდა. მაისში, აპრილში, მაისში, ივნისსა და ივლისში კი არცერთი გარიგება არ შემდგარა, შესაბამისად, თვიური საშუალო ბრუნვა ნულ ლარს შეადგენდა.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 25 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 750 მილიონ დოლარს შეადგენს.